FAQ

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

13 თებერვალი 2018

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 12 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• ცვლილებები ავტორიზაციის დებულებაში;
• ავტორიზაციის საფასურების ცვლილება და გადახდის წესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების, პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ახალი ფორმები;

შეხვედრას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების 120- მდე წარმომადგენელი დაესწრო

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან