FAQ

სამუშაო შეხვედრები თემაზე „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და შეფასების სისტემა“

9 თებერვალი 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იმართება სამუშაო შეხვედრები თემაზე „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და შეფასების სისტემა“. 

შეხვედრებს უძღვება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლილი ბიბილაშვილი, რომელიც „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელი დირექტორია და აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასა და შეფასების სისტემაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

პირველ ეტაპზე, სამუშაო შეხვედრები ტარდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებებისათვის, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მსგავსი სახის შეხვედრები და კონსულტაციები, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში. 

სამუშაო შეხვედრები თემაზე „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და შეფასების სისტემა“