სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული), აკრედიტაციის პროცესის შეფასების მიზნით, გაიმართება შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
შეხვედრების განრიგი:
27.02.2013 15:00 სთ - რეგიონებში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
28.02.2013 12:00 სთ - თბილისში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
გთხოვთ, თქვენი შენიშვნებისა და წინადადებების შესაბამისად შევსებული კითხვარი გამოაგზავნოთ ცენტრის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: info@eqe.ge არაუგვიანეს 2013 წლის 25 თებერვლისა.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.