მიმდინარე წლის 19 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტებთან და მათ მშობლებთან. საუბარი შეეხო თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ ამ დაწესებულების სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობის საკითხს.
კანონის მიხედვით დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ ყველა სტუდენტს უჩერდება სტატუსი 5 წლის ვადით და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი უფლებამოსილნი არიან,წელიწადში ორჯერ მიიღონ მონაწილეობა მობილობაში, მიუხედავად ამისა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,უახლოეს პერიოდში მხოლოდ ამ დაწესებულების სტუდენტებისთვის გახსნის მობილობის რიგგარეშე ფანჯარას, რისი მეშვეობითაც ამ დაწესებულებების სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სწავლა გააგრძელოსსხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტუდენტებსა და მშობლებს ასევე განემარტათ, რომ აღნიშნული დაწესებულების სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მობილობის საფასურისგან. მობილობის ვადები და მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ ყოფილი სტუდენტებისთვის შეხვედრები აღნიშნულ საკითხზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მომავალშიც გაგრძელდება.