სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების გამოქვეყნებას.
ქვემოთ მოცემულ ბმულზე ატვირთულია ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტი) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი:
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 27 თებერვლისა შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ცენტრის ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge