FAQ

მეხილეობის პროგრამის მოდულთა პროექტები

23 თებერვალი 2018


საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ჩარჩო დოკუმენტის განვითარება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დაინერგოს სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროფესიული პროგრამა.

ამჯერად წარმოგიდგენთ მეხილეობის პროგრამის მოდულთა პროექტებს. პროგრამის ფარგლებში მისანიჭებელი კვალიფიკაცია განისაზღვრა სოფლის მეურნეობაში მეოთხე დონეზე, პროგრამის ხანგრძლივობაა დაახლოებით ორი წელი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაეცნონ წარმოდგენილ პროექტებს და 10 მარტამდე შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ცენტრის ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge