შპს ამერიკის ბიზნესის აკადემიის,
შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეს,
შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიისა და
შპს გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის,
ასევე შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამისა და
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ქართული ლიტერატურა) სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის ცხადდება რიგგარეშე მობილობა.
რიგგარეშე მობილობა განხორცილედება გამარტივებული წესით და მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოიყენებული ელექტრონული პორტალი.
ცენტრის ვებგვერდზე 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები;
სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2018 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია რიგგარეშე მობილობის შესახებ იხილეთ აქ.
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), დაგვიკავშირდეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge