გაცნობებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 26 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება. სხდომა განახლდება 2013 წლის 28 თებერვალს 19:00 საათზე.
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)
დღის წესრიგი:
1. ა(ა)იპ - საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
2. „შპს - სასწავლო უნივერსიტეტ რვალისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2012 წლის 31 ივლისის №223 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. შპს - საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.