განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს თემაზე „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისია და სტრატეგიული დაგეგმვა“.
შეხვედრებს უძღვება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჩიტაშვილი. სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად ტარდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებებისათვის, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მსგავსი სახის შეხვედრები და კონსულტაციები, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში.