საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად პირი, რომელმაც გადალახა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ მოხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში, უფლებამოსილია მიმართოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორცილებელ დაწესებულებას და პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩაირიცხოს IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე.