FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

7 მარტი 2018


პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სამსახურს გაუზიარეს 2018 წლის თებერვალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გერმანიაში განხორციელებული ვიზიტისას მიღებული გამოცდილება.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ავტორიზაციის დებულებაში განხორციელებული ბოლო ცვლილებების, ექსპერტთა საქმიანობის განახლებული წესისა და ექსპერტთა დასკვნის განახლებული ფორმების შესახებ. შეხვედრის ბოლოს შეჯამდა საბჭოს სამდივნოსა და საბჭოს თანამშრომლობის ასპექტები და განხილულ იქნა ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა