FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავება

20 მარტი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავება. პროცესში ჩართულები არიან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ახალი სტანდარტების შემუშავება ითვალისწინებს სამი არსებული სტანდარტის ნაცვლად, მომავალში ხუთი ახალი სტანდარტით დაწესებულებების შეფასებას,რომელიც ხელს შეუწყობს კერძო და საჯარო სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავება