განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაიწყო პროგრამული აკრედიტაციის პროცესის ანალიზი მისი შემდგომი დახვეწის მიზნით. ამასთან დაკავშირებით 27-28 თებერვალს, ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დისკუსია სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: პროგრამული აკრედიტაციის დანიშნულება, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურის გამართულობა და ექსპერტთა ვიზიტის სპეციფიკა. უსდ-ს წარმომადგენლებმა წამოჭრეს უმაღლესის მხრიდან დანახული პრობლემატიკა და ყურადღება გაამახვილეს ცენტრის როლზე ამ პრობლემების დაძლევაში.
აკრედიტაციის პროცესის ანალიზის შემდეგ ეტაპზე მოხდება უსდ-ებთან შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხებისა და მასთან წინასწარ დაგზავნილ კითხვარებში წარმოჩენილი საკითხების შეჯამება. თავისმხრივ, ეს საკითხები შეჯერდება აკრედიტაციის ექსპერტთა შეხვედრებზე წამოჭრილ პრობლემებთან და ერთობლივად გაანალიზდება.