FAQ

ფერმერისა და აგრომექანიზაციის - ორი დამოუკიდებელი პროგრამის მოდულთა პროექტები

22 მარტი 2018

საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ჩარჩო დოკუმენტის განვითარება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დაინერგოს სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროფესიული პროგრამა.

ამჯერად წარმოგიდგენთ - ფერმერისა და აგრომექანიზაციის - ორ დამოუკიდებელი პროგრამის მოდულთა პროექტებს. პროგრამების ფარგლებში მისანიჭებელი კვალიფიკაცია განისაზღვრა ორივე შემთხვევაში მეოთხე დონეზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაეცნონ წარმოდგენილ პროექტებს და 10 აპრილამდე შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე t.nadiradze@eqe.ge