FAQ

სასმელების (ალკოჰოლური და უალკოჰოლო) გადამუშავების პროგრამის მოდულთა პროექტები

22 მარტი 2018

საქართველოში პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს სურსათის გადამუშავების ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დაინერგოს ინჟინერიის სფეროს რამდენიმე პროფესიული პროგრამა.

ამჯერად წარმოგიდგენთ - სასმელების (ალკოჰოლური და უალკოჰოლო) გადამუშავების პროგრამის მოდულთა პროექტებს. მისანიჭებელი კვალიფიკაცია განისაზღვრა მეოთხე საფეხურზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაეცნონ წარმოდგენილ პროექტებს და 10 აპრილამდე შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე t.nadiradze@eqe.ge