საქართველოში პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს ბიომეურნეობის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დაინერგოს სოფლის მეურნეობის სფეროში ახალის სახის პროფესიული პროგრამა.
წარმოგიდგენთ - ბიომეურნეობის პროგრამის მოდულთა პროექტებს. მისანიჭებელი კვალიფიკაცია განისაზღვრა მეხუთე საფეხურზე. სწავლების ხანგრძლივობა არანაკლებ ორი წელი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაეცნონ წარმოდგენილ პროექტს და 10 აპრილამდე შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე t.nadiradze@eqe.ge