სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 6 მარტის N 169 და N 170 ბრძანებებით დამტკიცდა „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი“ და „ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების საქმიანობის ანაზღაურების წესი“.
21 მარტს, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებისათვის.
ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ექსპერტთა საქმიანობის ხვა მნიშვნელოვანი საკითხები.