განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტების პროექტების გამოქვეყნებას. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელფოსტის მისამართზე info@eqe.ge, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 მარტის 13:00 საათისა.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გთხოვთ, იხილოთ ინჟინერიის მიმართულებით პროფესიული სტანდარტების პროექტები:
• მოძრავი შემადგენლობის რემონტის ზეინკალი
• ლოკომოტივის მემანქანე
• სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შემკეთებელი (მეთუნუქე)
• სატრანსპორტო საშუალებების მღებავი
• ეროვნული სამოსის სპეციალისტი