ა(ა)იპ - მენეჯერთა სასწავლებლის სტუდენტების საყურადღებოდ!

26 მარტი 2018


2018 წლის 20 მარტს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისსაბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა ა(ა)იპ - მენეჯერთა სასწავლებელს..

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2018 წლის 20 მარტიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.