FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს პროფესიული განათლების მოდერნიზაცია

26 მარტი 2018

პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე წელს დასრულდება სოფლის მეურნეობისა და ინჟინერიის სფეროს (სასურსათო ტექნოლოგიების) პროფესიული პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება. დაინტერესებულ მხარეებს ვთავაზობთ შემუშავებულ პროექტთა საჯარო განხილვას პარასკევს, 30 მარტს 10 სთ-დან 15 სთ-მდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულზე. მოდულთა პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებ-გვერდის გასული კვირის სიახლეებში. წარმოგიდგენთ პროგრამების ჩამონათვალს, განხილვის გრაფიკსა და მოკლე აღწერილობას პრეზენტაციების სახით

10 სთ-დან 12სთ-მდე

ბიომეურნეობა
მემცენარეობა
მებოსტნეობა

12სთ-დან - 14სთ-მდე
ვეტერინარია
მეფრინველეობა
ფერმერობა
მექანიზაცია

14სთ-დან 15სთ-მდე

რძის, ხორცის, პურისა და მარცვლეული პროდუქტების გადამუშავება
• სასმელების წარმოება  


საკონტაქტო პირი თეა ნადირაძე, ელ-ფოსტა t.nadiradze@eqe.ge