FAQ

შპს საერთაშორისო ტურიზმის აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!

30 მარტი 2018

 

2018 წლის 29 მარტს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შპს საერთაშორისო ტურიზმის აკადემიას.

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2018 წლის 29 მარტიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.