10 აპრილი, 17:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, IV სართული, საკონფერენციო დარბაზი)
დღის წესრიგი:
1. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მონიტორინგის შედეგების საკითხის განხილვა;
3. „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 26 დეკემბრის №28 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა;
4. „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 18 ნოემბრის №38 და „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 21 სექტემბრის №17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა;
5.სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საკითხის განხილვა;
6. „სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 9 მარტის №31 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა;
7. „სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ავტორიზაციის შესახებ“ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 28 ივლისის №94 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა.
შენიშვნა 1: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.
შენიშვნა 2: უსდ-ის მხრიდან ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.