FAQ

პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა

23 აპრილი 2018

გარე ინიცირების ფარგლებში, GIZ-ის პროგრამის "კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნა სასტუმრო-სარესტორნო მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დასაქმების შესაძლებლობებს მომსახურების სფეროში.
გამოკვეთილია შემდეგი მისანიჭებელი კვალიფიკაციები:
1. მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სასტუმრო მომსახურებაში;
2. მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სარესტორნო მომსახურებაში;
3. მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში;
4. მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია კონდიტერიაში;

შემუშავებული დოკუმენტების განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 8 მაისს 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.