განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სხდომაში 2017 წლის 9-10 ნოემბერს ქალაქ ტარტუში (ესტონეთი). შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა ბოლონიის რეფორმების იმპლემენტაციის მსცლელობაზე და 2018 წლის მინისტრთა კონფერენციის პროგრამისა და კომუნიკეს პროექტების მომზადების საკითხებს.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული: ა/ მრჩეველთა და სამუშაო ჯგუფების სიახლეები და დისკუსია მათ საქმიანობის შესახებ თემაზე „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი“ (მრჩეველთა ჯგუფი AG1- ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის საერთაშორისო თანამშრომლობა, WG3- პოლიტიკის შემუშავება ახალი მიზნებისათვის, AG4 - დიპლომის დანართის გადახედვა); ბ/ მრჩეველთა და სამუშაო ჯგუფების სიახლეები და დისკუსია მათ საქმიანობის შესახებ თემაზე „დანერგვა და არდანერგვა“ (WG1 მონიტოყინგის ჯგუფი, WG2 -იმპლემენტაციის ჯგუფი, AG3 არდანერგვის საკითხზე მომუშავე ჯგუფი). ცალკე იქნა განხილული AG2 - ბელორუსის საგზაო რუქის საკითხი.
დასასრულს 2018 წლის მინისტრთა კომფერენციის პროგრამის და კომუნიკეს პროექტები, ისევე როგორც „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ფუნდამენტური ღირებულებების პროექტი მოწონებულ იქნა (დეტალურად იხილეთ შეხვედრის თაანდართულ ოქმში).