განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტუდენტ ექსპერტთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს განახლებული, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტების, მოქმედი რეგულაციებისა და პროცედურების, ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების პროცესებში სტუდენტების ჩართულობის და როლის. ტრენინგების ფარგლებში, შეფასდება სტუდენტ ექსპერტთა მომზადების დონე, რის შედეგადაც დაკომპლექტდება ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც 2018 წელს მონაწილეობას მიიღებენ განახლებული სისტემის შესაბამისად უმაღლესების საავტორიზაციო შეფასებებში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და დამსაქმებლები.
2018 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, ქართველ ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები.