საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება-განვითარება, რომლის საფუძველზე შესაძლებელია დაინერგოს სოფლის მეურნეობის სფეროს რამდენიმე პროფესიული პროგრამა.
ამჯერად წარმოგიდგენთ ვეტერინარიის პროგრამის მოდულთა პროექტებს.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაეცნონ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და 6 მაისამდე შენიშვნები, კომენტარები გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: t.nadiradze@eqe.ge