FAQ

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას

«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
26 აპრილი 2018

მიმდინარე წლის 26 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინჟინერიის მიმართულების პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა ,,ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირების“, აგრეთვე, ,წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების პროექტიები განიხილეს.
ზემოაღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტების დარგობრივ საბჭოზე განხილვას წინ უძღვოდა დასრულებული პროექტების საჯარო განხილვების პროცესი.
საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს განსახილველად წარმოდგენილ დოკუმენტებს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ცენტრის დირექტორისათვის ,ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირების“, აგრეთვე, ,წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტების დასამტკიცებლად წარდგენის წინადადებას.