FAQ

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას

3 მაისი 2018

მიმდინარე წლის 1 მაისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მომსახურების მიმართულების პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა „კოსმეტოლოგის“, „სილამაზის (სპა) თერაპისტის“, „ მხატვარ-გრიმიორის“ და „ფრჩხილის ოსტატის“ პროფესიული სტანდარტების პროექტები განიხილეს.
ზემოაღნიშნული პროფესიული სტანდარტების პროექტების დარგობრივ საბჭოზე განხილვას წინ უძღვოდა დასრულებული პროექტების საჯარო განხილვების პროცესი.
საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს წარმოდგენილ დოკუმენტებს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ცენტრის დირექტორისათვის „კოსმეტოლოგის“, „სილამაზის (სპა) თერაპისტის“, „ მხატვარ-გრიმიორის“ და „ფრჩხილის ოსტატის“ პროფესიული სტანდარტების პროექტების დასამტკიცებლად წარდგენის წინადადებას.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას