FAQ

ცენტრსა და ევროპის იურიდიული ფაკულტეტბის ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

3 მაისი 2018

2018 წლის 25-27 აპრილს ესპანეთში, ქ. ბარსელონაში, ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში (UAB) გაიმართა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) გენერალური ასამბლეა, რომელზეც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
გაფორმებული მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს, სამართლის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში დარგის საერთაშორისო ექსპერტთა კანდიდატურების შეთავაზება, ევროპის წამყვანი იურიდიული ფაკულტეტების გამოცდილების გაზიარებით, საქართველოში იურიდიული განათლების რეფორმირების პროცესში რეკომენდაციების შემუშავება და ამ მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება.
ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, როდესაც სამართლის მიმართულებით შექმნილი დარგობრივი საბჭო დაასრულებს მუშაობას სამართლის განახლებულ დარგობრივ მახასიათებელზე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდება აღნიშნული დოკუმენტის განხილვა და შესაბამის რეკომენდაციების შემუშავება.
მემორანდუმის გაფორმებას წინ უსწრებდა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ავსტრალიის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების, სამართლის პროგრამების შეფასების პროცესში ჩართული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა იურიდიულ განათლების თანამედროვე გამოწვევები და მათი სამომავლოდ გადაჭრის გზები.

ცენტრსა და ევროპის იურიდიული ფაკულტეტბის ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა