FAQ

მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის ტრენინგი

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
14 მაისი 2018


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გრძელდება ტრენინგების ციკლი ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური/დუალური) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

ტრენინგების მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება.
მეორე ტრენინგი ჩატარდა 2018 წლის 10-11 მაისს ჯვარის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ფოთის პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
ტრენინგების ციკლი მაისი-ივნისის პერიოდში მოიცავს მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას.