FAQ

ტრენინგი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

16 მაისი 2018

2018 წის 15 მაისს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული (საგნობრივი) პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ჯერ არ ახორციელებენ მოდულურ პროგრამებს.

ტრენინგის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება მოდულური პროგრამების ადაპტირების და კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.

ტრენინგზე ასევე, განხილულ იქნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების პროცედურები და ვადები.

ტრენინგი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის