სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გრძელდება ტრენინგების ციკლი ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური/დუალური) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
ტრენინგების მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება.
მესამე ტრენინგი ჩატარდა 2018 წლის 17-18 მაისს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.