FAQ

ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალი

28 მაისი 2018

24-25 მაისს პარიზში ჩატარდა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) განათლების მინისტრთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის 48 ქვეყნისა და აზიისა და აფრიკის რიგი ქვეყნების დელეგაციები.
საქართველოს, როგორც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის წევრი ქვეყნის, დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი -  თამარ სანიკიძე, ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი -  მაია მარგველაშვილი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი შარვაშიძე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - მაკა გველესიანი.
მინისტერიალზე შეჯამდა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის დაარსებიდან დღემდე გავლილი გზა, ბოლონიის რეფორმების მსვლელობაში არსებული მიღწევები, დაისახა პროგრამა 2018-2020 წლებისათვის და მისი შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მინისტრთა კონფერენციამ ერთხმად მიიღო „პარიზის კომუნიკე“.
ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტრთა შემდეგი კონფერენცია ჩატარდება 2020 წელს იტალიაში.

იხილეთ პარიზის კომუნიკე  

 

ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალი