FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სრულყოფილებისკენ

29 მაისი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მენეჯერთა და თანამშრომელთა გუნდმა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფილების მოდელის გამოყენებით ორდღიანი თვითშეფასების პროცესის შედეგად განსაზღვრა ცენტრის ძლიერი მხარეები და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
2016 წელს ცენტრმა EFQM მოდელის პირველი დონის თვითშეფასებისა და განვითარების პროექტების წარმატებით დანერგვის შედეგად მოიპოვა EFQM-ის აღიარება (Committed to Excellence).
ამ ეტაპზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს განმეორებითი თვითშფასების შედეგად შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას სრულყოფილების უფრო მეტი ხარისხის მისაღწევად და EFQM-ის შემდეგი დონის აღიარების მოსაპოვებლად.
ცენტრის სწრაფვა სრულყოფილებისკენ სარგებელს მოუტანს დაინტერესებულ პირებს, პარტნიორებსა და თავად ცენტრის თანამშრომლებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სრულყოფილებისკენ