განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე - "საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაციის" მესამე კომპონენტის ფარგლებში დასრულდა სოფლის მეურნეობის ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების პროცესი. ამჯერად მიმდინარეობს პროფესიულ დარგობრივ საბჭოზე განხილვისათვის საჭირო პროცედურები.
შემუშავებული პროექტები მოიცავს შემდეგ შესაძლებლობებს:
• მესამე საფეხურის კვალიფიკაციები - „მევენახეობა“, „მებოსტნეობა“, „მეცხენეობა“, „მეფუტკრეობა“. სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობა 1- 1,5 წელი
• მეოთხე საფეხურის კვალიფიკაცია „სოფლის მეურნეობა“ მოიცავს ოთხ მიმართულებას - ფერმერობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა (მეჩაიე, მატერიალური რესურსი) და მეხილეობა. სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობა თითოეული მიმართულებით 2-2,5 წელი
• დამოუკიდებელ ჩარჩო დოკუმენტად განისაზღვრა „მებაღეობა“, რომელშიც შედის ბაღის გაშენება-მოვლა და ბაღის დიზაინის დაპროექტების მიმართულებები. სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობა 1,5 - 2 წელი
• მეხუთე საფეხურზე განისაზღვრა კვალიფიკაცია „ბიომეურნეობა“, ორი მიმართულებით - მემეცენარეობა და მეცხოველეობა. სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობა 2- 2,5 წელი
• დამოუკიდებელ ჩარჩო დოკუმენტად შემუშავდა მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია „ვეტერინარია“, რომელიც ეფუძნება ვეტერინარიის სფეროში გასულ წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2005, 2013 წლების 200/36 დირექტირვა - პროფესიებში კვალიფიკაციების რეგულირებასთან დაკავშირებით. ვეტერინარიის პროგრამაზე სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობა იქნება 2-2,5 წელი.
ზემოაღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირების მოსაზრებები, შესაბამისად წარმოგიდგენთ ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების პროექტებს. შენიშვნების და მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიმდინარე წლის 7 ივნისამდე მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე t.nadiradze@eqe.ge