30 მაისს, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ესწრებოდა.
სხდომაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა დისტანციური სწავლება, აღიარების პროცედურები,ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო პროცესი, რომელიც დაიწყო განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით და რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულები.
საბჭოს სხდომაზე, ასოციაციის წევრმა კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.