1 ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და ცენტრის თანამშრომლები ტრადიციულად მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონს ესტუმრენ, სადაც განსაკუთრებული საჭირეობის მქონე ბავშვები სწავლობენ . ცენტრის სახელით, მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სხვადახსხვა სახის საკანცელარიო ნივთები , რომლებიც მათ სხვადსხვა უნარების განვითარებაში ეხმარებათ.
ცენტრის ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმების მხარდაჭერით, მოსწავლეებს შესაბამისი სამედიცინო კვლევევბი ჩაუტარდათ.
სკოლის მოსწავლეებმა, სტუმრებს დაათვალირებინეს თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები და ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო