განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტების პროექტების გამოქვეყნებას. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელფოსტის მისამართზე info@eqe.ge, არა უგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივნისის 12:00 საათისა.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე, გთხოვთ, იხილოთ მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების სფეროს მიმართულების პროფესიული სტანდარტების პროექტები:
1. კვების პროდუქტების წარმოების დანადგარების ოპერატორი
2. კვების წარმოების მანქანა-დანადგარების მექანიკოსი
3. ლუდის და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სპეციალისტი
4. პურის, ფუნთუშეულის, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმისა და მაკარონის ტექნოლოგიის სპეციალისტი
5. რძის გადამმუშავებელი
6. სომელიე
7. სურსათის კონტროლის ლაბორატორიის ასისტენტი
8. ყასაბი
9. ძეხვის მშპრიცავი ოპერატორი
10. ხილისა და ბოსტნეულის ბავშვთა პროდუქტების გადამმუშავებელი
11. ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი