FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტე¬ბისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას

18 ივნისი 2018

მიმდინარე წლის 13 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მომსახურების სფეროს მიმართულების პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს შემდეგი დოკუმენტები:

1. „დასუფთავების სამსახურის სპეციალისტის“ პროფესიული სტანდარტის პროექტი;
2. „თმისა და სილამაზის მომსახურების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტი;
3. „სასტუმრო, რესტორანი და კვება“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტების დარგობრივ საბჭოზე განხილვას წინ უძღვოდა პროექტების საჯარო განხილვა (დოკუმენტების პროექტები ატვირთული იყო ცენტრის ვებგვერდზე). საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს განსახილველად წარმოდგენილ პროექტებს. საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის ზემოაღნიშნული პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტების დასამტკიცებლად წარდგენისრეკომენდაციას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტე¬ბისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას