განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტთან , ქალბატონ ბელინდა სმიტთან.
შეხვედრა სამუშაო სემინარის ფორმატში წარიმართა, სადაც იმსჯელეს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით, პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოების როლსა და ფუნქციებზე. ასევე, განიხილეს დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებული აქტივობები და პერპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა მიმართულების დარგობრივი საბჭოს წევრები: ბისნესის ადმინისტრირებისა და სამართალის; ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების; სოციალურის; ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის; მშენებლობის; არქიტექტურის; ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის; მომსახურების სფეროსა და სხვ.