FAQ

ENIC-NARIC-ის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა

2 ივლისი 2018

2018 წლის 17-19 ივნისს ჩეხეთში, ქ. პრაღაში, „ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელის“ (ENIC-NARIC Network) წარმომადგენლების ყოველწლიური (ოცდამეხუთე) შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა 140-ზე მეტი მონაწილე 55 ქვეყნიდან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახური.
ყოველწლიური შეხვედრის მთავარ თემებს ლტოლვილთა მიერ მიღებული განათლების აღიარება, ავტომატური აღიარება და ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები წარმოადგენდა

ENIC-NARIC-ის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა