შეხვედრა კერძო სკოლების დირექტორებთან

21 ნოემბერი 2011

მასწავლებლის სახლში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე პეტრე წურწუმია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებზე. კერძო სკოლების დირექტორებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ამ პროცესებსა და მათ სამართლებრივ შედეგებზე. სამუშაო შეხვედრაზე პასუხი გაეცა კერძო სკოლების დირექტორებისათვის საინტერესო ყველა კითხვას.

შეხვედრა კერძო სკოლების დირექტორებთან