FAQ

სემინარი პროფესიული განათლების ხარისხის განსავითარებლად

28 მარტი 2013

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი „ხარისხის განვითარების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 21-22  და 26-27 მარტს სასტუმრო „ვერე პალასში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორცილებელი დაწესებულებებისთვის სემინარი გაიმართა.

 

სემინარის თემატიკა მოიცავდა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გადახედვასა და შემდგომ დახვეწას, თვითშეფასების კულტურის დამკვიდრებას.

 

სემინარს ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს თვითშეფასების ანგარიშების ნიმუშები, ხარისხის კრიტერიუმებისა და მტკიცებულებების მაგალითები, ხარისხის გაუმჯობესების პროცესების დაგეგმვის პრინციპები.

 

საკითხებზე მუშაობა თანამონაწილეობითი პრონციპით შერჩეული ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება და პროფესიული განათლების სექტორისათვის  თვითშეფასების სახელმძღვანელოების შემუშავებით დასრულდება.

სემინარი პროფესიული განათლების ხარისხის განსავითარებლად