FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

15 აპრილი 2013

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის  განსახილველად. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2013 წლის 19 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15:00 საათზე.
 
კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, გადაწყვეტილებას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თაობაზე მიიღებს დამოუკიდებელი ორგანო - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო. სამუშაო შეხვედრაზე ცენტრი წარმოადგენს თავის პოზიციას ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან მიმართებით. დაინტერესებულ მხარეებს - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოადგინონ ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების ხედვა, ასევე, გამოთქვან რეკომენდაციები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურების შესახებ.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ