შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება. იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეცვალონ არჩევნი, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა - 2018 წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.
მობილობის მსურველ/მონაწილე ყველა სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ან შეცვალოს არჩევანი მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18 საათამდე.
მობილობაში მონაწილე იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად არჩეული აქვთ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა შეცვალონ არჩევანი არაუგვიანეს 2018 წლის 27 აგვისტოს 18 საათისა.