FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 22 აგვისტო 2018

 

2018 წლის 29 აგვისტო, 13:30 საათი

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, 0 სართული)
დღის წესრიგი:

1. ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
2. ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.