FAQ

რიგგარეშე მობილობა!

«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
22 აგვისტო 2018


სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტებისათვის ცხადდება რიგგარეშე მობილობა!

(სსიპ -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და შპს ბიზნეს აკადემია (SBA) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით გააგრძელებს ფუნქციონირებას)

ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად).

მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.

ცენტრის ვებ-გვერდზე 23 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2018 წლის 23 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით.

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 23 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), დაგვიკავშირდეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge