2012 წლიდან საქართველოში დაიწყო ტყის მართვის მასშტაბური რეფორმა ტყეების მდგარდი მართვის მექანიზმებისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით. ტყეების მდგრადი მართვა საჭიროებს ხედვის, აზროვნების და განხორცილების ახლებულ მიდგომებს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ სექტორში კვალიფიციური კადრების არსებობასა და საზოგადეობისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეების ადეკვატურ ცნობიერებაზე ტყის, როგორც ეკოსისტემის მნიშვნელობისა და მისი მდგრადი მართვის შესახებ, რაც შეიძლება მიიღწეს მხოლოდ აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობების განვითარებით, კავშირების აღდგენით სამეცნიერო/საგანმანათლებლო და პოლიტიკის შემმუშავებელ/განამახორციელებელ სტრუქტურებს შორის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებითა და ფორმალური და არაფორმლური განათლების ხლშეწყობით სატყეო სფეროში.
კვალიფიციური კადრების ნაკლებობა როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამეცნიერო ინსტიტუტებში, არასაკმარისი წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიებზე, ასევე ამ მეთოდების გამოყენებისათვის საჭირო არასაკმარისი ტექნიკური უნარები ტყის მართვაში ჩართულ სტრუქტურებში, მასტიმულირებელი მექანიზმების არარსებობა საჯარო და სამეცნიერო სექტორებში კვალიფიციური კადრის მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით - მთავარი გამოწვევებია სატყეო სექტორისთვის.
2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სექტორში პოლიტიკის განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტს, ცალკე თავადაა გამოყოფილი სექტორში განათლებისა და მეცნიერების გაძლიერების უზრუნველსაყოფად გასახორციელებელი სტრატეგიული ქმედებები.
ასევე, ახალ ტყის კოდექსს, როგორც სფეროს მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტს, შემოაქვს ცალსახა დათქმები, რომ სავალდებულო ხდება ტყის მართვის პროცესში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის კვალიფიკაციის მქონე პირების მონაწილეობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნა მზარდი იქნება სექტორის განვითარებასთან ერთად და მათ შორის, პროფესიული განათლება, მომავალში მეტყევეობის სფეროს განათლების არსებითი ელემენტი უნდა იყოს, რამდენადაც თანამშრომლების უმეტესობას პროფესიული განათლება დასჭირდება. პროფესიული განათლების კვალიფიკაციის პირები უმთავრესად საჭირო არიან ადგილობრივ (სატყეო) სამსახურებისთვის, ტყეების და დაცული ტერიტორიების კვალიფიცირებული მართვის და სატყეო კანონმდებლობის აღსრულებისათვის, ასევე, ხე-ტყის დადგენილი წესებით დამზადებისთვის (მაგ. კერძო კომპანიები) და სატყეო-სამეურნეო ოპერაციების შესასრულებლად.
2013 წლიდან განხორციელდა რიგი ქმედებები, რამაც ხელი შეუწყო სატყეო განათლების ეტაპობრივ განვითარებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა სატყეო განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული განათლების სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და 2017 წლიდან პროგრამა წარმატებით ხორციელდება რამოდენიმე პროფესიულ კოლეჯში.
პროფესიულ განათლებაში მიღწეული შედეგების გარდა, უმნიშვნელოვანესია უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობაც, რომლის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს საგანმანათლებლო სტანდარტების, იგივე, დარგობრივი მახასიათებლების არსებობა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, აგრარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეშვეობით შეიმუშავა სატყეო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების სწავლების პროცესს და მომავალში უზრუნველყოფს, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ საჭიროებებზე მორგებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არსებობას სექტორში, ხოლო, ეს უკანასკნელი ქვეყანაში სატყეო სექტორის განვითრების საწინდარია.