FAQ

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

14 სექტემბერი 2018

13 სექტემბერს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისა და სსიპ- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა  ერთობლივი შეხვედრა გამართეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან 2018 წლის მაგისტრანტთა მიღებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილული იქნა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუმუშავებულ პროგრამაში დაწესებულებების მიერ ინფორმაციის ასახვის თავისებურებები და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. შეხვედრას ესწრებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 50-მდე წარმომადგენელი.

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან