FAQ

შპს - ირაკლი ფაღავას სახელობის აკადემია ''დასტაქარის'' პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

18 სექტემბერი 2018



2018 წლის 6 სექტემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ შპს - ირაკლი ფაღავას სახელობის აკადემია "დასტაქარს".
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 6 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.